დღეს საგარეჯოში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ადგილობრივები აცხადებენ რომ გარდაცვლილი ქალი თონაში მუშაობდა და გარეთ იყო გამოსული, მათივე თქმკთ სწრაფად მოძრავი "მიცუბიშის" მარკის მანქანის მძღოლმა, რომელსაც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე მდებარე თონეს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა.
შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა.
ამბები ჯის ინფორმაციით, ავტომობილს არასრულწლოვანი მართავდა, შესაბამისად მას არ ექნებოდა არც მართვის მოწმობა.
დაშავებული ქალი ადგილზე გარდაიცვალა. “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.