სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის - ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სგან მოდის, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს" - პუტინი

    "რუსეთი საფრთხეს არავის არ უქმნის - ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-სგან მოდის, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს" - პუტინი
    2 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ბე­ლა­რუს კო­ლე­გას­თან, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი საფრ­თხეს არა­ვის უქ­მნის. თა­ვად ამე­რი­კე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე თეთ­რი სახ­ლი­დან მო­დის, თუმ­ცა ისი­ნი საფრ­თხეს გა­რეთ ეძე­ბენ.

    "ჩვენ არა­ვის ვუქ­მნით საფრ­თხეს. ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლი­ო­ში იქ­მნე­ბა, დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლი ელი­ტის მიერ არის შექ­მნი­ლი და, სხვა­თა შო­რის, თა­ვად სა­უბ­რო­ბენ ამა­ზე. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მდი­ვან­მა, ბა­ტონ­მა გე­ითსმა თქვა, რომ ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე თა­ვად შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის მო­დის, იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­დაც კა­პი­ტო­ლი­უ­მი თუ თეთ­რი სახ­ლი მდე­ბა­რე­ობს. ისი­ნი თა­ვად სა­უბ­რო­ბენ ამა­ზე, ეძე­ბენ საფრ­თხეს გა­რეთ,“
    – გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

    რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მტკი­ცე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ხე­ლით კა­სე­ტურ ბომ­ბებს იყე­ნებს.

    "სწო­რედ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იყე­ნებს კა­სე­ტურ საბ­რძო­ლო მა­სა­ლას. ამ შემ­თხვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ხე­ლით და ეს მხა­რე თვლის, რომ ეს არის და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს ეს გა­ა­კე­თოს“,
    - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

    ამას­თან, მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სეთს არა­სო­დეს უთ­ქვამს უარი უკ­რა­ი­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, მაგ­რამ მათი მხრი­დან არა­ფე­რი ის­მის.

    "მე უკვე ვი­სა­უბ­რე ამა­ზე, რუ­სეთს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უარი არას­დროს უთ­ქვამს, ამი­ტომ გთხოვთ, თუ მე­ო­რე მხა­რეს სურს, ნება მი­ე­ცით გა­ა­კე­თოს ეს, პირ­და­პირ თქვას. აი, მე ვამ­ბობ, რომ მე­ო­რე მხა­რის­გან არა­ფე­რი გვსმე­ნია“,
    - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.