სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    7 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    სრულიად უმიზეზოდ შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტში ჩართვა მოგიწიოთ. ეცადეთ, გაერიდოთ არაფრისმომცემ კამათს, გაისეირნეთ, გაიფერადეთ ცხოვრება, ახალი ნაცნობობა ამაში დაგეხმარებათ.

    კურო

    სიფრთხილე გამოიჩინეთ ტრანსპორტთან. ნუ დაარღვევთ დადგენილ ნორმებს, იყავით წინდახედული, ახლა სულსწრაფობა კარგს არაფერს მოგიტანთ.

    ტყუპები

    შესაძლოა, გამოჩნდნენ ადამიანები და პერსპექტიული წინადადება შემოგთავაზონ. ყოველი შემთხვევისთვის, ეცადეთ, მათზე მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია.

    კირჩხიბი

    ნუ გაფანტავთ თქვენს ენერგიას ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარებაზე. სჯობს, ერთ საკითხზე კონცენტრირდეთ და დადოთ მაქსიმალური შედეგი.

    ლომი

    საქმეებით დახუნძლულმა შესაძლოა, საკუთარი თავი სრულიად დაივიწყოთ. შეეცადეთ, რაციონალურად დახარჯოთ თქვენი ენერგეტიკული რესურსი. მეტი დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

    ქალწული

    დიდია მოტყუების ალბათობა. შესაძლოა, შემოგთავაზონ მაცდური წინადადება და კარგ ანაზღაურებასაც შეგპირდნენ. შესაძლოა, სხვა ქალაქშიც მოგიწიოთ წასვლა. კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი.

    სასწორი

    მოულოდნელი ფინანსები ძალიან გაგახარებთ. ნუ მოინდომებთ ერთბაშად ყველა ოცნების ასრულებას, დაუპირისპირეთ რეალური გეგმები თქვენს სურვილებს, გაფილტრეთ მიზნები და ყველაფერი მარტივად დალაგდება.

    მორიელი

    შესაძლოა, ერთფეროვანმა მოვლენებმა სევდა შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ სწორად იმოქმედებთ, სამყაროსგან სიურპრიზიც არ დააყოვნებს, საქმიან სფეროში, დიდი კარიერული ნახტომისთვის შეგიძლიათ მოემზადოთ.

    მშვილდოსანი

    წარმატებული დღეა. გაწონასწორებული და დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება სამომავლოდაც შესამჩნევ შედეგებს გპირდებათ.

    თხის რქა

    შესაძლოა, განაახლოთ ადრე წამოწყებული საქმიანობა და ხელშეკრულებაც კი გააფორმოთ პარტნიორებთან. იყავით წინდახედული, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილოთ ოჯახური კამათი.

    მერწყული

    ორიგინალური და საინტერესო იდეებით, შემოქმედებითი მიდგომებით და შეუპოვრობით საქმიანი პარტნიორები დაინტერესდებიან და ფინანსური პერსპექტივებიც არ დააყოვნებს.

    თევზები

    მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, შრომისმოყვარეობითა და პუნქტუალობით ყველაფერი მალე გამოსწორდება.