სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ამერიკაში იმიტომ წამოვედი, რომ საჭმლის ფული არ მქონდა.. - კობა სუბელიანი

    "მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ამერიკაში იმიტომ წამოვედი, რომ საჭმლის ფული არ მქონდა.. - კობა სუბელიანი
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან 2017 წელს წა­ვი­და. რო­გორც ამ­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო მი­ი­ღო.

    "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ექსმა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ჰყვე­ბა, რომ მა­შინ ოჯახს საჭ­მლის ფუ­ლიც არ ჰქონ­და, რის გა­მოც ამე­რი­კა­ში წა­ვი­და და ამ­ჟა­მად ერთ-ერთ გა­დამ­ზი­დავ კომ­პა­ნი­ა­ში მძღო­ლად მუ­შა­ობს.

    "წა­ვე­დი იმი­ტომ, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­არ­სე­ბო არ მქონ­და. სამი შვი­ლი მყავს და ოჯახს შე­ნახ­ვა უნ­დო­და. მრცხვე­ნია ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ საჭ­მლის ფული არ მქონ­და. არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვი­ყა­ვი 2012 წელს - ან უნდა გა­დავ­ბარ­გე­ბუ­ლი­ყა­ვი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნდში, ან წავ­სუ­ლი­ყა­ვი იმ ნა­ბიჯ­ზე, რა­ზეც წა­ვე­დი. წი­ნას­წარ ვი­ცო­დი რომ ეს ნა­ბი­ჯი სი­ღა­რი­ბით დას­რულ­დე­ბო­და.

    აქა­უ­რო­ბა სავ­სეა ქარ­თვე­ლე­ბით. იცით, რა დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან აქ? წლე­ბი ქვე­ყა­ნას რომ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, ივა­ნიშ­ვილ­მა ისი­ნი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გა­მო­ყა­რა და წა­მო­ვიდ­ნენ ემიგ­რა­ცი­ა­ში.

    მეც ასე ვი­ყა­ვი, ან უნდა მე­მა­თხოვ­რა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის თან­ხე­ბი, ან უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ვერ წარ­მო­იდ­გენ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­კავ­შირ­დე­ბა და მთხო­ვენ, რომ ვას­წავ­ლო გზე­ბი, თუ რო­გორ წა­მო­ვიდ­ნენ აქ. ლუკ­მა პური უჭირს ხალ­ხს. გარ­ბი­ან ქვეყ­ნი­დან. ივა­ნიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბა იყო, რომ ემიგ­რან­ტებს და­აბ­რუ­ნებ­და ქვე­ყა­ნა­ში და პი­რი­ქით, გა­სამ­მაგ­და ემიგ­რა­ცია.

    ამ­ჟა­მად გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ. კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტი­დან მო­მაქვს გზავ­ნი­ლი, 5-6 დღი­ა­ნი მარ­შრუ­ტია. ასე ვარ­ჩენ ოჯახს. ასეა ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ზოგი ტაქსზე ზის, ზოგი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს... ემიგ­რა­ცი­ას ახ­ლავს ძა­ლი­ან დიდი სევ­და. ჩვენ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მოგ­ვაქ­ცია ქვეყ­ნი­დან და და­ცა­ლა სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის­გან" - აღ­ნიშ­ნა სუ­ბე­ლი­ან­მა.