სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩემი იმედი ხომ გაქვს... შენს საფიცარ ცოტნეს ყველაფერს გავუკეთებ, სანამ შევძლებ“- რას წერს მარინა ენდელაძე

    „ჩემი იმედი ხომ გაქვს... შენს საფიცარ ცოტნეს ყველაფერს გავუკეთებ, სანამ შევძლებ“- რას წერს მარინა ენდელაძე
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    „დაბადების დღეს გილოცავ, დე. 41 წლის წინ უბედნიერესი ვიყავი, მის შემდეგ სულ ერთად ვართ, 7 წელია ფიზიკურად დავშორდით, მაგრამ შენ მაინც ჩემთან ხარ. მენატრები უსაზღვროდ. ჩემი იმედი ხომ გაქვს, შენს საფიცარ ცოტნეს ყველაფერს გავუკეთებ, სანამ შევძლებ, მიყვარხარ“, - წერს ექიმი.

    სამწუხაროდ, მარინა ენდელაძეს შვილი 2017 წლის 16 სექტემბერს გარდაეცვალა.