სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თბილისში 2 კგ პურის ფქვილი სპარში ღირს 9.1 ლარი, შვედეთში 5,6 ლარი - ვერ წარმომედგინა, პროდუქტები უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე შვედეთში" - რას წერს ქართველი მეცნიერი

    "თბილისში 2 კგ პურის ფქვილი სპარში ღირს 9.1 ლარი, შვედეთში 5,6 ლარი - ვერ წარმომედგინა, პროდუქტები უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე შვედეთში" - რას წერს ქართველი მეცნიერი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შვედეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერი ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ პროდუქტების ფასებზე წერს, ის აღნიშნავს, რომ ეს ფასები ევროპულთან შედარებით გაცილებით მეტია.

    "ხშირად მესმოდა, რომ ქართულ სუპერმარკეტებში ფასები ზოგჯერ ევროპულზე მაღალია და არასდროს მჯეროდა. მით უმეტეს, მე თავად ერთ-ერთ ყველაზე „ძვირიან“ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვერ წარმომედგინა, რომ სადმე შეიძლება პროდუქტები უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე შვედეთში, თუკი ნორვეგიას და შვეიცარიას გამოვრიცხავთ…

    თუმცა ჩემი ილუზიები წელს ზაფხულში დაიმსხვრა, როცა თბილისში მომიწია პურის ფქვილის ყიდვა… თბილისში 2 კგ პურის ფქვილი სპარში ღირს 9.1 ლარი. იგივე პროდუქტი, იგივე რაოდენობით შვედეთში ICA-ში ღირს 19,95 კრონი ანუ 5,6 ლარი. გამოდის, რომ საქრთველოში ფქვილი 60%-ით მეტი ღირს, ვიდრე შვედეთში. ამასთან შვედური საშუალო თვიური ხელფასი (45 100 კრონი ანუ 12 834 ლარი) 8-ჯერ მეტია საქართველოს საშუალო ხელფასზე (1 446 ლარი).
    გასაგებია, რომ საშემოსავლო შვედეთში ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ეს რეალურ სურათს არანაირად არ ცვლის..."
    - წერს ქართველი მეცნიერი.