სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    7 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    ვერძს, დღეს, შეიძლება, გაეზარდოს ფსიქოლოგიური დაუცველობა. შესაძლებელია დაუსაბუთებელი სენტიმენტები, ემოციური რყევები. განწყობა დამოკიდებული იქნება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დონეზე.

    ვარსკვლავები გვირჩევენ, არ იჩქაროთ სადმე, დარჩით სახლში და დაისვენეთ. საღამო მოიტანს ახალ ამბებსა და იდეებს მომავალი კვირისთვის.

    კურო

    საღამომომდე, ვარსკვლავები კუროს ურჩევენ აირჩიონ მარტივი საქმიანობა და ენდონ ბედს. მიზანშეწონილია გადადოთ ინტენსიური მოლაპარაკებები, მოგზაურობა და ზედმეტი აურზაური. თუ შესაძლებელია, გაატარეთ დრო ნაცნობ გარემოში.

    ტყუპები

    დღეს, გართობა ტყუპებს ელოდება დღის ბოლოს. დილით და შუადღისას უმჯობესია, უარი თქვან რთულ დავალებებზე, შეამცირონ მეგობრების წრე და დაისვენოთ ინტელექტუალური საქმიანობისგან. ეს არის დრო გონებრივი გადატვირთვისთვის, უსიამოვნო ემოციების განთავისუფლებისთვის.

    კირჩხიბი

    კირჩხიბი დღეს დამოკიდებულია საკუთარ გონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასევე, გარშემომყოფების მათ მიმართ განწყობაზე. დილა შეიძლება დაიწყოს იმედგაცრუებით, ჩხუბით, ცუდი კომპრომისით. თქვენ არ უნდა დადოთ გარიგებები ასეთ ტალღაზე, გააკეთოთ არჩევანი ან შეეცადოთ მშვიდობის დამყარება. საღამო ხელს შეუწყობს ჩიხიდან გამოსვლას.

    ლომი

    დღის პირველ ნახევარში, ლომმა სჯობს, არ დაგეგმოს ფართომასშტაბიანი მოქმედებები, რადგან ენერგია და კომუნიკაბელურობა მას მხოლოდ ღამით ეწვევა. დღის ძირითადი ნაწილი უმჯობესია, გაატაროთ მარტოობაში. საღამოს, ენერგია იმატებს, შესაძლებელია სენსაციური ამბები, სასიამოვნო გასეირნება, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები.

    ქალწული

    ქალწულები მზად უნდა იყვნენ პირადი თემების განსახილველად, სიახლეების მისაღებად. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ ეს საღამოს მოხდება, დღისით კი შეგიძლიათ დაისვენოთ. უმჯობესია, არ დაიწყოთ ახალი საქმეები.

    სასწორი

    დღეს, სასწორმა სჯობს, გადადოს ყველა მნიშვნელოვანი კონტაქტი საღამოსთვის, ან შეხვედრები დაგეგმოს ხვალისთვის. ამ დღის ძირითადი ნაწილი გაივლის გუშინდელი განწყობის ნიშნის ქვეშ, რომელიც სასწორთა უმეტესობისთვის, არ იყო ყველაზე ოპტიმისტური. სიტუაციის გაუმჯობესების მცდელობამ, შეიძლება გაამწვავოს პრობლემა.

    დღის ბოლოს, ყველა კონტაქტი ეფექტურია, მათ შორის, ოფიციალური, შესაძლებელია სიახლეებიც.

    მორიელი

    დაღამებამდე, მორიელებს შეუძლიათ დაეყრდნონ ინტუიციას. დასახული ამოცანები შესრულდება ავტომატურად. უსიამოვნებები შემსუბუქდება. უმჯობესია, გადადოთ მოლაპარაკებები და იმოგზაუროთ ახალ მარშრუტებზე დღის ბოლომდე.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსანს, საღამომდე, შეუძლია, გუშინდელი დღის ემოციით ტკბობა გააგრძელოს. შესაძლოა, გაჩნდეს ლტოლვა "აკრძალული ხილის", ან საიდუმლო ცუდი ჩვევისთვის. შესაძლებელია, პრობლემები სიყვარულსა და ფინანსურ საქმეებში. ეს არ არის საუკეთესო დრო ყიდვისა და ინვესტიციისთვის.

    დღის ბოლოს , ყველაფერი შეიცვლება: დადგება კარგი ამბების, ან კონსტრუქციული კომუნიკაციის დრო.

    თხის რქა

    დღეს, თხის რქებისთვის მნიშვნელოვანია, შეასრულონ საჭირო საქმეები, ყურადღება არ მიაქციონ ემოციურ ფონს. უახლოესი დღეების გეგმებში, უნდა გაითვალისწინოთ შესაძლო სირთულეები: იქ, სადაც სხვები იღებენ მხარდაჭერას ან უპირატესობას, თქვენ შეიძლება, შეხვდეთ დაბრკოლებებს. მიზანშეწონილია, საღამოს განვსაზღვროთ სამოქმედო პროგრამა, უმჯობესია, არ გამოავლინოთ ემოციები, მოერიდეთ გულწრფელობას და იყავით ოფიციალურ ჩარჩოებში.

    მერწყული

    მერწყული, საღამოს, მოვლენების ახალ განვითარებას უნდა დაელოდოს. სწორედ ამ დროს, ვარსკვლავები ჰპირდებიან მათ ნანატრი შეთავაზებას, სიახლეებს, სწორი ადამიანების გამოჩენას ჰორიზონტზე. სჯობს, საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები ხვალ საღამომდე გადადოთ. დღის ძირითადი ნაწილი შეიძლება დაეთმოს უბრალო ყოველდღიურ საქმიანობას, ემოციური ფონის, კეთილდღეობის ნიუანსების და სახლის სიტუაციის გათვალისწინებით.

    თევზები

    დღეს, ისტორიების უმეტესობა თევზებისთვის ბედნიერად მთავრდება, მაგრამ მაინც არსებობს შეშფოთების ნოტები. ყველაფერი შეუფერხებლად არ ჩაივლის სიყვარულში, ფინანსურ, შემოქმედებით, სამართლებრივ საკითხებში. დღის ბოლოს, ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ პირად ურთიერთობებს.