კალათბურთელი დუდა სანაძის რჩეული ანუნა მდივნიშვილია. გოგონა პროფესიით მომღერალია, თუმცა ამ საქმიანობას დროს ნაკლებად უთმობს.
„ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით. ამ ყველაფერში სახალისო ის არის, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი და ეს კალათბურთელი ბიჭი გავიცანი. დამინახა და იყო გაცნობის მთელი პერიოდი. სოციალურ ქსელშიც დამიკავშირდა, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა... მარტივად არ დავთანხმდი მის შემოთავაზებულ მეგობრობას...
3 წელი შეყვარებულები ვიყავით. რადგან დუდას სულ წასვლა უწევდა, დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. ამ სამი წლიდან, ალბათ, წელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად.
სპორტსმენის მეუღლეობა მარტივი ნამდვილად არ არის. დუდას რეჟიმზე ვართ აწყობილები, ამისთვის წინასწარ უნდა იყო მზად. ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა მისი მეუღლეობა, ყველანაირად ხელს ვიწყობ“.