მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ - ადამიანები სწრაფად იმატებენ წონაში.. ეს იმიტომ, რომ ნიკოტინი შიმშილის გრძნობას აქვეითებს და ხელს უწყობს სწრაფ მონელების პროცესს.
იმისთვის, რომ მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ წონაში სწრაფად არ მოიმატოთ - საკმარისია მეტი იმოძრაოთ (დღეში 60 წუთის განმავლობაში ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა გამოგადგებათ), მიირთვათ საკმარისი ბოსტნეული და ხილი და ყველაზე მარტივი, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე რთულია მეტი ძილი.
მარტივი წესები დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში და დაკლებაშიც კი: დალიეთ მეტი წყალი, დაღეჭეთ საკვები ნელა და საფუძვლიანად, შეცვალეთ ტკბილი ფუნთუშა მთლიანი მარცვლეულის ტოსტით ავოკადოთი ან პომიდორით.
წყარო: mkurnali.ge