33 წლის კაცი გარდაიცვალა კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად.
ლევან შიშნიაშვილი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ, მინდორში, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა, რომელიც ტყვია თავის არეში მოხვდა. შიშნიაშვილი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარიდან მალევე ერთი პირი დააკავეს და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.