სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მიზეზი ცნობილია - რატომ იხურება ქუთაისის აეროპორტი

    მიზეზი ცნობილია - რატომ იხურება ქუთაისის აეროპორტი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისის აეროპორტი ორი კვირით დაიხურება. ოქტომბერში ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

    "იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია. გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს. რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.

    დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.

    ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, რომელიც სრულად აეროპორტების გაერთიანების შემოსავლებით განხორციელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.