სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მსოფლიოში პირველად, სუპერმარკეტებში 3D პრინტერით დაბეჭდილი ორაგულის ხორცი გამოჩნდა

    მსოფლიოში პირველად, სუპერმარკეტებში 3D პრინტერით დაბეჭდილი ორაგულის ხორცი გამოჩნდა
    1 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში პირველად, სუპერმარკეტებში 3D პრინტერით დაბეჭდილი ორაგულის ხორცი გამოჩნდა.

    3D პრინტერით დაბეჭდილი ვეგანური ორაგულის ფილე ავსტრიული სუპერმარკეტების თაროებზე 14 სექტემბერს გამოჩნდა. ეს კვების ტექნოლოგიების სტარტაპ Revo Foods-ის წყალობით მოხდა.

    საკვები პროდუქტი სახელწოდებით "THE FILET - შთაგონებულია ორაგულით", 3D პრინტერით დაბეჭდილი პირველი ვეგანური ზღვის პროდუქტია. და აი ახლა, მისი შეძენა ავსტრიაში შეუძლიათ.

    დღეს თევზის ბევრი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თევზაობა და თევზების საკვებ პროდუქტად გამოყენებაა. ეს ჰაბიტატის განადგურებასა და დაბინძურებას იწვევს.

    თევზის პოპულაციების დაცვა


    Revo Foods-ის ინფორმაციით, გლობალურად თევზის 60 პროცენტი თევზაობას ეწირება. შესაბამისად, თევზის 3D პრინტერით დაბეჭდვა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებაა.

    Revo Foods-ის ახალი პროდუქტი ძაფისებრი სოკოსგან მიღებული მიკოცილისგან შედგება. ამ ალტერნატივამ პროდუქტს მაღალი ცილისა და ომეგა 3-ის შემცველობა შესძინა.

    3D დაბეჭდილი თევზის დამზადება შესაძლებელია იმ მასალებით, რომელიც შეიცავს დაბალ ქოლესტერინს, ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებსა და თავისუფალია დამაბინძურებლებისგან.