სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დღეს ლევანს რთველი ჰქონდა... მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი" - დეტალები ცნობილ უბედურ შემთხვევაზე, 33 წლის კაცის შეწირულ სიცოცხლეზე

    "დღეს ლევანს რთველი ჰქონდა... მეგობარი აღიარებს, რომ გაუვარდა თოფი" - დეტალები ცნობილ უბედურ შემთხვევაზე, 33 წლის კაცის შეწირულ სიცოცხლეზე
    1 კვირის და 3 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა დატ­რი­ალ­და კა­ხეთ­ში - გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­მით­ში. 33 წლის ლე­ვან შიშ­ნი­აშ­ვი­ლი მე­გო­ბარ­თან და თა­ნა­სოფ­ლელ ბი­ჭთან ერ­თად ფრინ­ველ­ზე სა­ნა­დი­როდ იყო წა­სუ­ლი, რა დრო­საც მის მე­გო­ბარს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტყვია გა­უ­ვარ­და, რო­მე­ლიც შიშ­ნი­აშ­ვილს თა­ვის არე­ში მოხ­ვდა და ბიჭი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პირი, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. ფაქტს თვითმხილ­ვე­ლიც ჰყავს, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას და ისი­ნი უკვე და­კი­თხეს ძა­ლოვ­ნებ­მა.

    "ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩვენს სო­ფელ­ში, გლო­ვობს ყვე­ლა. ჩვე­ნი ლე­ვა­ნი, ჩვე­ნი ობ­ლად გაზ­რდი­ლი ბიჭი უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა. ლე­ვან შიშ­ნი­აშ­ვი­ლია გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა, 33 წლის იყო, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ იყო, ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი. ვი­საც ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და ის ბიჭი ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, მისი სტუ­მა­რი იყო, მგო­ნი კას­პი­დან არის ის ბიჭი. ძმა­კა­ცობ­დნენ და დღეს დი­ლით წა­სუ­ლან ერ­თად სა­ნა­დი­როდ. მათ­თან ერ­თად ყო­ფი­ლა კი­დევ ერთი ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ახალ­გაზ­რდა. სამ­ნი იყ­ვნენ, სა­ვარ­გუ­ლებ­ში, მინ­დორ­ში დატ­რი­ალ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 8-ის ნა­ხე­ვა­რი­დან 8 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში. ლე­ვა­ნი ბავ­შვო­ბი­დან ნა­დი­რობ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ნა­დი­რო­ბა, ია­რა­ღიც ჰქონ­და და წა­სუ­ლან, გა­უ­ვარ­და ტყვია მე­გო­ბარს და და­ი­ღუ­პა ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო, ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი. ობ­ლო­ბა­ში გა­ი­ზარ­და და სამ­წუ­ხა­როდ ობ­ლის კვე­რი ვერ გა­მო­ცხვა. მამა გარ­და­ეც­ვა­ლათ ად­რე­ულ ასაკ­ში, დედა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­საა, ორი ძმე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­ზარ­და დე­დამ. მე­ზობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით გავ­ზარ­დეთ ორი კარ­გი ბიჭი და ახლა ეს დაგ­ვა­ტყდა თავს. მისი ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ლე­ვა­ნი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი იყო, მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს სო­ფელ­ში, ვე­ნა­ხე­ბიც აქვს და ად­გილ­მა­მუ­ლე­ბი, სულ შრო­მობ­და. უბე­დუ­რე­ბა გვჭირს ჯი­მით­ში, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დი უკვე და­კი­თხვა­ზე ყავ­დათ ლე­ვან­თან ერ­თად მყო­ფე­ბი. რო­გორც მი­თხრეს, ის მე­გო­ბა­რი აღი­ა­რებს, რომ გა­უ­ვარ­და თოფი. ახლო მან­ძი­ლი­დან არის ტყვია მოხ­ვედ­რი­ლი და სა­უ­ბე­დუ­როდ ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

    წყარო: კვირისპალიტრა