სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ" - ზელენსკის განცხადება

    "პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ" - ზელენსკის განცხადება
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებზე და ზამთარში აქტიური სამხედრო ოპერაციების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ RBC-Ukraine ზელენსკის სატელევიზიო ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

    უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები ყოველდღიურად წინ მიიწევენ და ტერიტორიებს ათავისუფლებენ. ზამთარში სამხედრო მოქმედებების შესახებ კითხვაზე პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინა დროს ვერ დაკარგავს.

    „დაივიწყეთ ამინდი და ა.შ. ისეთ ადგილებში, სადაც ჯავშანტექნიკა ვერ გადაადგილდება, ჩვენ დავფრინავთ. თუ ფრენას ვერ მოვახერხებთ, დრონებს გავუგზავნით. არ უნდა მივცეთ პუტინს მოსვენება“, - თქვა ზელენსკიმ.

    უკრაინელი სამხედროები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმოებას აგრძელებენ. 17 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-80 ცალკეულმა საჰაერო თავდასხმის ბრიგადამ ბახმუტთან სოფელ კლეშეევკას გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა.