სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ავტომატით შეიარაღებული პირები სახლში შეიჭრნენ- ყაჩაღობის დეტალები

    ავტომატით შეიარაღებული პირები სახლში შეიჭრნენ- ყაჩაღობის დეტალები
    1 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ლე­ში ერთ-ერთი ოჯა­ხი და­ა­ყა­ჩა­ღეს.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­სი­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ავ­ტო­მა­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი შე­იჭრ­ნენ. წა­ღე­ბუ­ლია 250 ლარი. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თხი­ლის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ფულს ითხოვ­დნენ.

    არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ რაც ისი­ნი დარ­წმუნ­დნენ, რომ ოჯახ­ში დიდი თან­ხა არ ინა­ხე­ბო­და, სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს და მი­ი­მალ­ნენ.

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსგავს შემ­თხვე­ვა 17 სექ­ტემ­ბერს წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­დან­შიც მოხ­და. გვი­ან ღა­მით ხუთი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ერთ-ერთი მცხოვ­რე­ბის სახ­ლში შე­იჭ­რა და და­ა­ყა­ჩა­ღა, სახ­ლის პატ­რონს კი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.