სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მე ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე არ მიმ­გზავ­რია, გა­დავ­რი­ცხე სა­კუ­თა­რი თან­ხე­ბი"- რას ამბობს კახი კალაძე

    “მე ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე არ მიმ­გზავ­რია, გა­დავ­რი­ცხე სა­კუ­თა­რი თან­ხე­ბი"- რას ამბობს კახი კალაძე
    1 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "მე და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრი­კოთ, რაც არ უნდა ეძი­ოთ, ვე­რა­ფერს ნა­ხავთ ისეთს, რომ კახა კა­ლა­ძეს რა­ი­მე არას­წო­რი, არა­კა­ნო­ნი­ე­რი, კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩა­ე­დი­ნოს - მე ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე არ მიმ­გზავ­რია, გა­დავ­რი­ცხე სა­კუ­თა­რი თან­ხე­ბი", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მის მიერ სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვის პი­რა­დი მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

    კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მის­სა­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნა­ვით სარ­გებ­ლო­ბის თან­ხე­ბი პი­რად ხარ­ჯებ­ში არის ასა­ხუ­ლი.

    "ჩემი ყვე­ლა ხარ­ჯი მი­თი­თე­ბუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, ასე რომ იმის მცდე­ლო­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იყ­ვა­ნოთ შეც­დო­მა­ში, არ გა­მო­გი­ვათ. მე და­სა­მა­ლია არა­ფე­რი მაქვს და რაც არ უნდა ჩხრი­კოთ, რაც არ უნდა ეძი­ოთ, ვე­რა­ფერს ნა­ხავთ ისეთს, რომ კახა კა­ლა­ძეს რა­ი­მე არას­წო­რი, არა­კა­ნო­ნი­ე­რი, კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩა­ე­დი­ნოს.

    პირ­ვე­ლი მე ვი­ყა­ვი, ვინც და­ვა­დას­ტუ­რე, რომ მი­სარ­გებ­ლია, მაგ­რამ არა ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯით, რო­მელ­საც აკე­თებ­და ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და იცით, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით თან­ხე­ბი არის გაფ­ლან­გუ­ლი პი­რა­დი ვო­ი­ა­ჟე­ბის­თვის, რაც ძა­ლი­ან მძი­მე და ცუ­დია," - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.