სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს“- რას ამბობს კალაძე

    "ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველია, ვინც არღვევს“- რას ამბობს კალაძე
    7 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, პირ­ვე­ლია, ვინც არ­ღვევს და პა­ტივს არ სცემს ჩვენს კა­ნო­ნებს, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. ამა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა რა უნდა იყოს", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ვი­ზიტ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

    მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბა ხდე­ბა.

    "თქვენ ალ­ბათ, აკ­ვირ­დე­ბით პრო­ცესს, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ხელ­შე­წყო­ბა და წა­ხა­ლი­სე­ბა იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტი არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ას. ნუ, ამა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა რა უნდა იყოს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, პირ­ვე­ლია, ვინც არ­ღვევს აღ­ნიშ­ნულ კონ­სტი­ტუ­ცი­ას და პა­ტივს არ სცემს ჩვენს კა­ნო­ნებს, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. ძა­ლი­ან მძი­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამას, რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი ექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.