სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა, დედა შვიდი თვის ორსული იყო”- რას იხსენებს დიტო რაზმაძე

    “ ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა, დედა შვიდი თვის ორსული იყო”- რას იხსენებს დიტო რაზმაძე
    1 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყველას კარგად გვახსოგს ეს საშინელი კადრი, რომელმაც ყველა შეძრა. ომში დაღუპულის შვილი, დიტო რაზმაძე „ღამის პრაიმ-თაიმში“ აგვისტოს ომს იხსენებს.

    „შვიდი წლის ვიყავი. ყველაფერი კარგად მახსოვს. სახლში ვიყავით. კასეტური ბომბი შემოვარდა და გაიფანტა. მთლიანი სახლი დაინგრა. წნევისგან რკინის კარი ჩაიკეტა. იმხელა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ოჯახის მიმართ მეზობლებს საკუთარი ოჯახები დროებით მიატოვეს და კარების გაღებას ცდილობდნენ. მაგრამ, ვერ გააღეს. შემდეგ, გაზის მილიდან ჩამომიყვანა მამაჩემმა. დედაჩემის ჩამოსაყვანად ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა.დედა შვიდი თვის ორსული იყო.

    თხოვნა მექნება ყველასთან… როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, შვილი მშობლების გვერდით უნდა იყოს,“ – ამბობს დიტო რაზმაძე.

    წყარო: პრაიმთაიმი