სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ძნელი იყო მიზეზის ახსნა...“ - შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის ემოციური პოსტი

    „ძნელი იყო მიზეზის ახსნა...“ - შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის ემოციური პოსტი
    1 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

    „მეგობრებთან ერთად მატჩის ბილეთი თითქმის ერთი წლით ადრე იყიდა. დღეს სასტუმროს ჯავშნის გამო დარეკეს ნომერზე, რომელიც დავითს ეკუთვნოდა და აღვადგინეთ. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო სასტუმროს თანამშრომლისთვის ჯავშნის გაუქმების მიზეზის ახსნა“ - წერს შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში.