სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად იპოვეს ერთმანეთი კახეთში გაშვილებულმა ტყუპებმა - დაუჯერებელი ისტორია

    სად იპოვეს ერთმანეთი კახეთში გაშვილებულმა ტყუპებმა - დაუჯერებელი ისტორია
    1 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახეთში საოცარი ამბავი მოხდა. ეროვნული გამოცდების დაწერისას ორმა საოცარი გარეგნული მსგავსების მქონდე ბიჭმა ერთმანეთი იიპოვა და როგორც აღმოჩნდა ისინი გაშვილებული ტყუპები ყოფილან.

    მათ ერთობლივ ფოტოსურათს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას 8 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.

    გამოცდის დაწყებამდე მას საკუთარმა თანაკლასელებმა უთხრეს, რომ იმავე შენობაში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა მას ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა.

    თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების – ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. გარშემომყოფნი კი უჩვეულო სანახაობის გამო ცრემლებს ვერ იკავებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ წლების წინ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ შემთხვევითობის წყალობით მაინც შეხვდნენ.