სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ახლა ქვეყანა არ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

    "რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ახლა ქვეყანა არ გვექნებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი
    2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოლდოვას და უკრაინას ათი თავით ვუსწრებთ ყველა რეიტინგში. ეს ყველა ევროპელმა კარგად იცის.

    "რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები და აფასებენ ქვეყნის მიღწევებს. ამ რეიტინგების მიხედვით ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე. ამბობენ თითქოს, რომ საქართველოში ობიექტური სასამართლო არ გვაქვს რაც სრული აბსრუდია, თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა."

    "რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, რადგან იქნებოდა ომში ჩართული. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ჩვენ გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს. ვინ დაიღუპა და განადგურდა? დავკარგეთ ტერიტორიები, 100-ზე მეტი სოფელი და ათიათასობით დევნილი მივიღეთ ჩვენსავე ქვეყანაში. ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო მოხდა",
    - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები