ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, მანქანა შუახნის კაცს დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს და წერს, რომ დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, კაცს ქვემო კიდურის ტრავმა აღენიშნება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.