სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ასტროლოგების რჩევა: რომელი სამი ციფრი იზიდავს წარმატებას?

    ასტროლოგების რჩევა: რომელი სამი ციფრი იზიდავს წარმატებას?
    7 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყველამ ვიცით, რომ 13 უიღბლობასთან ასოცირდება, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ციფრებზე, რომლებსაც აქვთ საპირისპირო ეფექტი?

    ნული – 0

    ნული არ არის სიცარიელე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, არამედ „სამყაროს დასაწყისი, ციკლი და უსასრულო პოტენციალი“. თუ მუდმივად ხედავთ სამ ნულს, მაშინ დიდი წარმატება გელით.

    რვა – 8

    რვა ასტროლოგიაში იღბლიანად ითვლება იმავე მიზეზით, როგორც ნული – ის უსასრულობის ნიშანს ჰგავს. მრავალი კულტურა რვა რიცხვს სიმდიდრეს, სიუხვესა და ფინანსურ წარმატებას უკავშირებს.

    სამი – 3

    ამ რიცხვს ყველაზე იღბლიანს უწოდებენ: ასტროლოგი რეიჩელ კლერის თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ნომერი სამი ასოცირდება იუპიტერთან, სიუხვისა და იღბლის პლანეტასთან. არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნომერი სამი ჯადოსნურია: როგორც რეიჩელი განმარტავს, ჩვენ ვცხოვრობთ ტრიადებით სავსე სამყაროში – მაგალითად, გვაქვს წარსული, აწმყო და მომავალი, ხოლო სივრცეს აქვს სამი განზომილება.