სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გინება, ცემა, სხდომათა დარბაზიდან გაძევებული ვაშაძე - ჩხუბი პარლამენტში

    გინება, ცემა, სხდომათა დარბაზიდან გაძევებული ვაშაძე - ჩხუბი პარლამენტში
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დაპირისპირება მოხდა პარლამენტში, თუმცა ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია.

    მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა, ოპოზიციამ სრული შემადგენლობით ერთ-ერთ საპარლამენტო კაბინეტში დაიწყო შეკრება. რამდენიმე წუთის შემდეგ მათ კაბინეტი დატოვეს და კვლავ სხდომათა დარბაზში გადმოინაცვლეს. გაძევებულმა გიორგი ვაშაძემ კვლავ ისურვა სხდომათა დარბაზში შესვლა, რაზეც მანდატურებისგან უარი მიიღო.

    სწორედ ამის შემდგომ ოპოზიციის ნაწილი დაიძრა ადგილისკენ, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა და ინტერვიუს ჩაშლა სცადა, რასაც დაპირისპირების პირველი ეტაპი მიჰყვა.

    ამის შემდეგ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების რამდენიმე ფაზას ჰქონდა ადგილი. ოპოზიციის ნაწილმა სამთავრობო პარტიის ნაწილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მეორე მხრიდან საპასუხო შეძახილები მოყვა.

    ფოიეში გიორგი ვაშაძისა და ლევან ვაშაძის გამოჩენისთანავე სიტყვიერი დაპირისპირება და ურთიერთბრალდება რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა გიორგი ვაშაძის, ლევან ხაბეიშვილის და ოპოზიციის ნაწილის და „ქართული ოცნების“, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის.

    განსაკუთრებული დაძაბულობა მოყვა, დღეს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც ოპოზიცია როგორც საბანკო წესის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს.

    რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს არაერთხელ განმარტა, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც, რომ საქართველო კვლავ რჩევა სანქციების აღსრულების ერთგულად, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოქალაქეს სანქციები პირველად შეეხო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს თუ კი დაუწესდება სანქციები, სავალდებულო იქნება სხვადასხვა ინსტანციის ქართულმა სასამართლომ მიიღოს ამასთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს მოქალაქეზე სანქციების პაკეტი ამის შემდეგ ამოქმედდება.