სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „ცოლს ელაპარაკე ასე... ომი გინდა?.. საქართველოს ვიცავ“ - ჩხუბი პარლამენტში

    VIDEO: „ცოლს ელაპარაკე ასე... ომი გინდა?.. საქართველოს ვიცავ“ - ჩხუბი პარლამენტში
    7 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარლამენტში დაწყებულ ჩხუბს თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

    „ცოლს ელაპარაკე ასე. შენ მოუხმე ენას. გაშალე მიდი აბა ლეიბები. სამარცხვინო ხარ“,- მიმართავს თაკო ჩარკვიანი ყაველაშვილს.

    “ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რა ომს მიიღებ ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

    თავის მხრივ, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის გაწირვაში დაადანაშაულა.

    “ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავს რამ ამ კომუნისტების დროს არ გამიგია. ოჯახში ილაპარაკე ასე. ცოლს ელაპარაკე ასე”, - განაცხადა ჩარკვიანმა.