სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე…”- დიანა ლურწკაიას ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეზე

    "ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე…”- დიანა ლურწკაიას ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეზე
    7 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც იცით,ოთხი თვის წინ რუ­სეთ­ში მოღვაწე მომ­ღე­რალს დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ქმა­რი გარ­და­ეც­ვა­ლა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 47 წლის პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო მივ­ლი­ნე­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც თვითმფრი­ნავ­ში ცუ­დად გახ­და. სამწუხაროდ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­ღე­რა­ლი რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა.

    დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ღურწკა­ი­ას პი­რა­დი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. მხო­ლოდ ოთხი თვის შემ­დეგ იპო­ვა დი­ა­ნამ ძალა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად.

    ქორ­წი­ნე­ბი­დან 18 წლის თავ­ზე, "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო შავ-თეთ­რი, სა­არ­ქი­ვო ფო­ტო­ე­ბით, რო­მე­ლიც ასა­ხავს წყვი­ლის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტებს.

    "18 წლის წინ ჩვენ ერ­თმა­ნეთს ღმერ­თის წი­ნა­შე ვუ­თხა­რით, დიახ. ეს სი­ტყვა აგ­რძე­ლებს ჟღე­რა­დო­ბას, უძ­ლებს დროს, სივ­რცეს, დუ­მილს და ტკი­ვილს. უკვე ოთხი თვეა, რაც აქ არ ხარ. ძნე­ლია ამის მი­ღე­ბა, ძნე­ლია ცხოვ­რე­ბა.

    არა­სო­დეს მი­ვი­ღებ და და­ვი­ჯე­რებ, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დი­ლის შეკ­რე­ბე­ბი აღარ იქ­ნე­ბა, არც მო­უ­ლოდ­ნე­ლი თა­ი­გუ­ლი სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ.

    ყო­ველ­დღე მად­ლო­ბას გიხ­დი იმ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, რაც მა­ჩუ­ქე, ჩვე­ნი შვი­ლის­თვის... ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი. ყო­ველ­თვის. და ზუს­ტად ვიცი, რომ სა­დღაც ღრმად, ამ სი­ჩუ­მე­ში ისევ ის­მის შენი ხმა“, - წერს ღურწკა­ია.

    მომ­ღერ­ლის ძმის თქმით, ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ პირ­ველ თვე­ებ­ში ის ბევ­რს ტი­რო­და და დეპ­რე­სი­ა­ში იყო, უარს ამ­ბობ­და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.