სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ცოტნე 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა"- ვუნდერკინდი სანდროს მიზნები

    "ცოტნე 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა"- ვუნდერკინდი სანდროს მიზნები
    7 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    9 დეკემბერს. საქართველოს დღესასწაული ჰოლანდიის გამორჩეულ ქალაქ ჰააგაში.
    მე და ჩვენი გენიალური ცოტნე ზედგინიძე ერთად წარვდგებით შესანიშნავი ჰოლანდიელი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით.
    კონცერტი გაიმართება უმნიშვნელოვანესი ფესტივალის "EUROPALIA" ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან კოლაბორაციით"- წერს პიანისტი სანდო გეგეჭკორი ჯულიარდიდან;

    სანდროს ამ სასიხარულო პოსტმა ჩვენი ვუნდერკინდი გამახსენა, როგორ არის და რას გვიმზადებს-მეთქი; მის ბებიას, მეურვესა და პედაგოგს, ნინო მამრაძეს დავურეკე;

    ის "პრაიმტაიმს" ცოტნეს გაწერილ გრაფიკს აცნობს და გაზრდილი ვუნდერკინდის ახალ მოთხოვნაზე უყვება;

    ნინო მამრაძე: ჩვენკენ ყველაფერი ნორმალურადაა;

    ახლა მუშაობს ნაწარმოებზე, საფორტეპიანო ტრიოზე, რომელსაც ივნისში შვეიცარიაში, ქალაქ ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალზე შეასრულებს; გასულ ზაფხულს გერმანიაში ჰქონდა სოლო კონცერტიც, მერე წინანდლის ფესტივალზეც გამოვიდა;

    რამდენიმე თვე გაწერილია ფესტივალებზე; დეკემბერში - ჰააგა, იანვრის ბოლოს მიუნხენში, გაზაფხულზე ლიზა ბათიაშვილთან ერთად გამოდის კონცერტზე ბერლინის ფილარმონიაში; ცოტნე და ლიზა ცოტნეს სავიოლინო სონატას დაუკრავენ; კიდევ სხვა ნაწარმოებსაც; გარდა ამისა, იაპონიაში უნდა გაემგზავროს კონცერტებით;
    ჩვენ, ჯერჯერობით, კომერციული კონცერტები არ გვაქვს, თავს ვარიდებთ; ცოტნეს კი უნდა უკვე, რომ როგორც სხვა შემსრულებელი, თავადაც იღებდეს ჰონორარს; ეს იმიტომ რომ სხვანაირი საკონცერტო ტურნეების მოწყობა შეძლოს; ახლა ფესტივალებზე დადის, ანაზღაურების შემთხვევაში კი, უკვე პროფესიულად, რეგულარულად გაწერილი კონცერტები ექნება;

    17 აგვისტოს 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა; უნდა სტატუსი, რეგულარული გასტროლები, კონცერტები; სურს ამ საქმეში უკვე სრულფასოვნად იყოს; თორემ თანხა მისთვის დიდი ინტერესის სფერო არ არის;

    - აგენტებთან არ აწარმოებთ მოლაპარაკებას?

    - ჯერჯერობით, არა, მაგრამ ცოტნესთან თანამშრომლობის მსურველი აგენტები არსებობენ და ლიზა ბათიაშვილი არჩევს მათ შორის სანდოსა და საუკეთესოს; ამ საქმეს ის კარგად ართმევს თავს; ცოტნე ყველა წამყვან კომპოზიტორს და მუსიკოსს გააცნო; ერთი წლის წინ გერმანიაში, ინგოლშტადტში, აგენტები ცოტნეს კონცერტზე დაუპატიჟებლად, საკუთარი სურვილით ჩავიდნენ და მისი კონცერტის შემდეგ, ცოტნესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს;

    ეძებს ისეთს, რომ გაითვალისწინონ ასაკი და კონცერტები არ მიაყარონ; ამ ასაკში არ შეიძლება ბევრი კონცერტი და ფრენა; ჯერ მხოლოდ 14 წლისაა; სკოლაში სწავლობს, ნაწარმოებები უნდა წეროს, უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო და ამ დროს, რეგულარულად თვითმფრინავში ჯდომა, კარგი არ არის;

    "ცოტნე 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა"- ვუნდერკინდი სანდროს მიზნები


    წყარო: პრაიმტაიმი