სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ არის 9 თვის ბავშვის, რომელიც, სავარაუდოდ, დედას ხელიდან გაუვარდა

    როგორ არის  9 თვის ბავშვის, რომელიც, სავარაუდოდ, დედას ხელიდან გაუვარდა
    7 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოს საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს 9,5 თვის ბავშვი, რომელმაც თავის არეში, დაცემის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, შვილი, უგონო მდგომარეობაში, საავადმყოფოში დედამ მიიყვანა და მანვე უთხრა ექიმებს, რომ ბავშვი ძირს დაეცა. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს მწვავე ჰემატომა ჰქონდა, რაც დაუყოვნებლივ ოპერაციას მოითხოვდა.

    ოპერაციის შემდეგ, ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის და ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

    არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი დედას გაუვარდა ხელიდან, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებული არ არის.