სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სალომე ზურაბიშვილი აშკარად აიხლართა თავის მზაკვრულ გეგმებში-კახა კალაძე

    "სალომე ზურაბიშვილი აშკარად აიხლართა თავის მზაკვრულ გეგმებში-კახა კალაძე
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აშ­კა­რად აიხ­ლარ­თა თა­ვის მზაკ­ვრულ გეგ­მებ­ში. სა­ოც­რე­ბებს აკე­თებს", - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

    მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტი კა­ნონს არ­ღვევს.

    "ჯერ კონ­სტი­ტუ­ცია და­არ­ღვია, ვნა­ხეთ ყვე­ლამ ეს ყვე­ლა­ფე­რი და ახლა უკვე არ­ღვევს კა­ნონს. მე არ ვიცი, სა­ერ­თოდ რას ფიქ­რობს ეს ადა­მი­ა­ნი, სა­ოც­რე­ბებს სჩა­დის, სა­ოც­რე­ბებს აკე­თებს. ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით მის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

    რაც შე­ე­ხე­ბა ფარ­ცხა­ლა­ძის სა­კი­თხზე სუს-ის უფ­რო­სის გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის პარ­ლა­მენ­ტში და­ბა­რე­ბა­ზე კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­ვი­ღოთ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია და კონ­კრე­ტი­კა აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე.

    "თქვენ იცით, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბე­ბი და დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ვი­ღოთ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია და კონ­კრე­ტი­კა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ჯა­როდ არ იყოს გა­ცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს, ალ­ბათ, მი­ა­წო­დე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.