სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სოსო ტყემალაძე: რას იტყოდით, ექვსი ერი რვამ რომ შეცვალოს?

    სოსო ტყემალაძე: რას იტყოდით, ექვსი ერი რვამ რომ შეცვალოს?
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Daily Mail-მა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, სოსო ტყემალაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

    "უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოს შეუძლია ყველა თამაში ასეთ მაღალ დონზე ჩაატაროს. ექვსი ერის ორგანიზატორებს სურთ იხილონ რამდენად შორს მიმავალია ჩვენი გეგმები. გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლადა და უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად 2-3 წელიწადი კიდევ გვჭირდება. დანარჩენი უკვე ექვსი ერის მამებზეა დამოკიდებული.

    ჩვენი ოცნებაა, ამ ტურნირში ვითამაშოთ, მაგრამ საამისოდ კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო უკეთ შრომაა საჭირო. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ იტალია ექვსი ერიდან დააქვეითონ. გვინდა ექვსი ერი გაფართოვდეს. რას იტყოდით ამ შეჯიბრებაში რვა ქვეყნის ნაკრები რომ თამაშობდეს?", - ამბობს სოსო ტყემალაძე.