სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ღარიბაშვილი ვერ ხვდება, რომ ოსები, აფხაზები და რუსები დიდ ოჯახს წარმოადგენენ“ - ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლას ცხინვალიდან ეხმაურებიან

    "ღარიბაშვილი ვერ ხვდება, რომ ოსები, აფხაზები და რუსები დიდ ოჯახს წარმოადგენენ“ -  ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში  გამოსვლას ცხინვალიდან ეხმაურებიან
    7 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 78-ე სე­სი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

    "სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ ივი­წყებს ტკი­ვილს და ვერ იგებს იმ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში 2008 წლის აგ­ვის­ტოს შემ­დეგ გაჩ­ნდა. ჩვენ კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ სამ­ხრეთ ოსე­თის კურ­სის უც­ვლე­ლო­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს არის ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი“, - ნათ­ქვა­მია ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფა­ტ­ქო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

    გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სი­ტყვით გა­მოს­ვლას ე. წ სამ­ხრეთ ოსე­თის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი,ედუ­არდ კო­კო­ი­თიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, "ღა­რი­ბაშ­ვილს ან რე­ა­ლო­ბის აღ­ქმას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს ან სა­კუ­თარ წარ­მო­სახ­ვით სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს“.

    "ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უბ­რა­ლოდ ვერ ხვდე­ბა, რომ ოსე­ბი, აფხა­ზე­ბი და რუ­სე­ბი დიდ ოჯახს წარ­მო­ად­გე­ნენ, სა­დაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, პა­ტივს სცე­მენ და უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი“, - წერს კო­კო­ი­თი თა­ვის "ტე­ლეგ­რამ­ზე".