სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: რა რეაქცია ჰქინდათ უკრაინელ სპორტსმენებს საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეების წარმატებაზე

    VIDEO: რა რეაქცია ჰქინდათ უკრაინელ სპორტსმენებს საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეების წარმატებაზე
    7 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკ­რა­ი­ნელ­მა მო­ცი­გუ­რა­ვე­ებ­მა ვი­ო­ლე­ტა სე­რო­ვამ და ივან ხო­ბტამ ქარ­თველ დუ­ეტს ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნას და ლუკა ბე­რუ­ლა­ვას გა­მარ­ჯვე­ბა ბუ­და­პეშ­ტში (უნ­გრე­თი) იუ­ნი­ორ­თა გრან-პრის ეტაპ­ზე არ მი­უ­ლო­ცეს. თა­ვად უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ამ ტურ­ნირ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს.



    და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მე­ტელ­კი­ნა და ბე­რუ­ლა­ვა ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლოს­ნებს, მარ­ტინ არი­ო­ნო კენ­ტი­სა და ჩარლზ ლა­ლი­ბერ­ტე-ლო­რა­ნის კა­ნა­დურ დუ­ეტს ჩა­ე­ხუტ­ნენ, შემ­დეგ კი სე­რო­ვა­სა და ხო­ბტას მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, რათა მე­ტო­ქე­ე­ბის­თვის ვერ­ცხლის მე­და­ლი მი­ე­ლო­ცათ, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნელ­მა წყვილ­მა ქარ­თვე­ლე­ბის მი­ლოც­ვა არ მი­ი­ღეს.



    ბე­რუ­ლა­ვა პერმ­ში და­ი­ბა­და და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2019 წლი­დან ას­პა­რე­ზობს. მე­ტელ­კი­ნა ვლა­დი­მი­რი­და­ნაა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში 2020 წელს შე­უ­ერ­თდა. წყვი­ლი რუს მწვრთნელ პა­ველ სლი­უ­სა­რენ­კოს­თან ერ­თად ვარ­ჯი­შობს.

    ცნო­ბი­ლი რუსი მწვრთნე­ლის ტა­ტი­ა­ნა ტა­რა­სო­ვას თქმით, უკ­რა­ი­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი უნდა დის­კვა­ლი­ფი­ცირ­დნენ "შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ქცე­ვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ქალ­მა რია ნო­ვოს­ტის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

    მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში უკ­რა­ი­ნამ აუკ­რძა­ლა თა­ვის სპორ­ტსმე­ნებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, რომ­ლებ­შიც რუ­სე­ბი და ბე­ლო­რუ­სე­ბი არი­ან დაშ­ვე­ბუ­ლი, მა­ში­ნაც კი, თუ ისი­ნი ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შის ქვეშ ას­პა­რე­ზო­ბენ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ივ­ლის­ში შეც­ვა­ლეს.

    უკ­რა­ი­ნის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ამ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რებს რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა, თავი შე­ი­კა­ვონ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის­გან და არ გა­და­ი­ღონ ფო­ტო­ე­ბი რუს და ბე­ლო­რუს სპორ­ტსმე­ნებ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა დრო­შით ას­პა­რე­ზო­ბენ ისი­ნი.

    სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში მე­ტელ­კი­ნამ და ბე­რუ­ლა­ვამ სტამ­ბოლ­ში უმ­ცრო­სი გრან-პრის ეტა­პი მო­ი­გეს.