სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "ბიჭვინთის ტაძარში საკონცერტო დარბაზია მოწყობილი... ქართული ეკლესია რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს" - კადრები აფხაზეთიდან

    VIDEO: "ბიჭვინთის ტაძარში საკონცერტო დარბაზია მოწყობილი... ქართული ეკლესია რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს" - კადრები აფხაზეთიდან
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბიჭ­ვინ­თა­ში X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რი რუ­სულ ყა­ი­და­ზე თეთ­რად გა­და­ღე­ბეს, თე­ატ­რის სკა­მე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს და ლოც­ვის ნაც­ვლად მუ­სი­კა ის­მის. ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ კად­რებს საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს. ვი­დეო 2023 წლის სექ­ტემ­ბერ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

    "კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვამთ შეშ­ფო­თე­ბას აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გან­ზრახ გა­ნად­გუ­რე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ცე­სის გამო "მოძ­რა­ო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის“ (საყ­დრი­სის კო­მი­ტე­ტი) აქ­ტი­ვის­ტებ­მა, გა­ლის და ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნე­ბის შემ­დეგ, სექ­ტემ­ბერ­ში, მო­ა­ხერ­ხეს სო­ხუმ­ში, გულ­რიფშში, გუ­და­უ­თა­სა და ბიჭ­ვინ­თა­ში ძეგ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გაც­ნო­ბა, ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა.

    ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის შეს­წავ­ლამ კი­დევ ერთხელ ცხად­ყო, რომ აფხა­ზეთ­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თუ­ლი კვა­ლის წაშ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რაც უნი­კა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბა­სა და ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.
    გან­სა­კუთ­რე­ბით რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­ე­რო, მათ შო­რის, სა­ინ­ჟინ­რო და სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ძეგ­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად, ბეს­ლე­თის (ბაგ­რა­ტის) ციხე - V-XIV სა­უ­კუ­ნე­ში ცხუ­მის ერის­თავ­თა რე­ზი­დენ­ცია და იქვე, მდი­ნა­რე ბეს­ლეთ­ზე, მდე­ბა­რე ე.წ. თა­მა­რის ხიდი რომ­ლებ­საც ჯაგ­ნა­რი „ჭამს“. მე­ტიც, ხი­დის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, აღარ იკი­თხე­ბა ქარ­თუ­ლი ასომ­თავ­რუ­ლი წარ­წე­რა - “ქრის­ტე მე­უ­ფეო, ადი­დე ორ­თა­ვე მი­წა­სა შინა სუ­ფე­ვით უძ­ლე­ვე­ლი მე­ფეთ-მეფე ბაგ­რა­ტი.“

    ნგრე­ვის პრო­ცეს­შია შარ­ვა­ში­ძე­ე­ბის სა­სახ­ლე სო­ფელ ლიხნ­ში (გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნი), რომ­ლის შე­მორ­ჩე­ნილ კედ­ლებს, ბუ­ნებ­რივ პრო­ცე­სებ­თან ერ­თად, ქვებ­ში ამო­სუ­ლი ხე- მცე­ნა­რე­ე­ბიც ანად­გუ­რე­ბენ. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე შარ­ვა­ში­ძე­ე­ბის სა­სახ­ლის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი ძეგლი დღეს "ჩაჩ­ბას რე­ზი­დენ­ცი­ად" იწო­დე­ბა (რა­საც გა­ლა­ვან­ზე გაკ­რუ­ლი და­ფაც მოწ­მობს).

    გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბიჭ­ვინ­თის უნი­კა­ლუ­რი ტაძ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზია მო­წყო­ბი­ლი (?!), რის შე­დე­გა­დაც, ბგე­რი­თი ტალ­ღე­ბის არა­სა­თა­ნა­დო რე­გუ­ლა­ცია ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლი კედ­ლის მხატ­ვრო­ბის და მო­ზა­ი­კის ფრაგ­მენ­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.
    კვა­ლის წაშ­ლის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს სო­ხუ­მის ე.წ. ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­შიც, სა­დაც ქარ­თველ მე­ფე­თა ფრეს­კე­ბის ას­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სხვა არ­ტე­ფაქ­ტებ­საც არ ახ­ლავს სა­თა­ნა­დო აღ­წე­რი­ლო­ბა.

    "მოძ­რა­ო­ბამ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის,“ ჯერ კი­დევ 3 მა­ისს, სა­გან­გე­ბო წე­რი­ლით მი­მარ­თა ლურ­ჯი ფა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას და ICOMOS-ს, რა დრო­საც, მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, მო­უ­წო­და მათ, ემოქ­მე­დათ ომის დროს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის დაც­ვის ჰა­ა­გის 1954 წლის კონ­ვენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად და მეტი ყუ­რა­დღე­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა გა­მო­ე­ჩი­ნათ აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.

    "მოძ­რა­ო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის“ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას, ასე­ვე, აკა­დე­მი­ურ წრე­ებს, გა­მო­ი­ყე­ნონ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი და ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბი მე­ო­რე მხა­რეს­თან, აფხა­ზეთ­ში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნგრე­ვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­სა­ჩე­რებ­ლად.ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აფხა­ზეთ­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ჩვენ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე" - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

    ნახეთ ვიდეო: