სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნასვამი იყო და ჩემს მეუღლეს აუშარდა, მანქანას აქ რატომ აჩერებო...”-რას ჰყვება აშშ-ში სასტიკად მოკლული ქართველის მეუღლე

    "ნასვამი იყო და ჩემს მეუღლეს აუშარდა, მანქანას აქ რატომ აჩერებო...”-რას ჰყვება აშშ-ში სასტიკად მოკლული ქართველის მეუღლე
    7 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აშშ-ში ქარ­თველ­მა ქარ­თვე­ლი მამაკაცი მოკ­ლა. ეს შემ­თხვე­ვა ორი კვი­რის წინ მოხდა. მოკ­ლუ­ლი 43 წლის მა­მუ­კა ყუ­ლოშ­ვი­ლია და ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხა­ჟა­ლია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­დათ. და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ბრუკ­ლინ­ში, მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცე­ბი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. ხოლო კონ­ფლიქ­ტამ­დე კორ­პუს­თან ალ­კოჰოლს სვამ­დნენ.

    ჯერ სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს ხოლო შემ­დეგ ხა­ჯა­ლი­ამ ყუ­ლოშ­ვილს ცივი ია­რა­ღით 15-მდე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. ყუ­ლოშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს და მომ­ხდა­რი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა.

    სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია. მე­ზობ­ლე­ბი მე­დი­ას­თან ჰყვე­ბი­ან, რომ მა­მა­კა­ცებს შო­რის ხში­რად იყო კონ­ფლიქ­ტი.

    მე­დი­ის ცნო­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არც მოკ­ლულს და არც სა­ვა­რა­უ­დო მკვლელს მა­ნამ­დე კა­ნონ­თან პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნი­ათ.

    ის ინფორმაცია, რომ მოკ­ლუ­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ უარ­ყოფს ყუ­ლოშ­ვი­ლის მე­უღ­ლე:

    "ჩემი მე­უღ­ლე მუ­შა­ობ­და, დი­ლით მი­დი­ო­და, სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და. გი­ორ­გი ხა­ჟა­ლია მთე­ლი დღე და­წან­წა­ლებ­და ნას­ვა­მი ქუ­ჩა­ში... კვი­რას სახ­ლში მი­სულს, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი გი­ორ­გი ხა­ჟა­ლია აუ­შარ­და, მან­ქა­ნას აქ რა­ტომ აჩე­რე­ბო. მა­მუ­კას უთ­ქვამს, დაღ­ლი­ლი ვარ, დი­ლით ვი­სა­უბ­რო­თო. ამას და­უთ­რე­ვია, უგი­ნე­ბია, ამის შემ­დეგ მო­უ­ვი­დათ შე­კა­მა­თე­ბა.

    მა­მუ­კა მკვლელ­თან არ მე­გობ­რობ­და, პი­რი­ქით. ხა­ჟა­ლი­ას მკვლე­ლის, ნარ­კო­მა­ნის ვი­ზუ­ა­ლი ჰქო­ნა, იმ სახ­ლის და­ტო­ვე­ბა­საც გეგ­მავ­და მა­მუ­კა, სა­დაც იყო. "- ამ­ბობს ნა­ნი­კო ჯე­რე­ნაშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.