სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კარგი ხელფასი, კარგი პირობებით - კვარას შემდეგ ჯუღელი კიდევ ერთი ნიჭიერი ქართევლის აგენტი გახდა

    კარგი ხელფასი, კარგი პირობებით - კვარას შემდეგ ჯუღელი კიდევ ერთი ნიჭიერი ქართევლის აგენტი გახდა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი ქართველი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის აგენტი გახდა. როგორც GOAL.GE იტყობინება, თბილისის "მერანის" ლიდერი ცოტნე ჩიქოვანი კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს.

    ჯუღელმა და კლუბის სამწვრთნელო შტაბმა 21 წლის ფეხბურთელს საკმაოდ კარგი პირობები შესთავაზა და მის სანაცვლოდ "მერანს" თანხაც გადაუხადა.

    ჩიქოვანი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, სისწრაფით და ტექნიკური თამაშით გამოირჩევა და 21-წლამდე ნაკრების თავკაცის, რამაზ სვანაძის მეთვალყურეობის ქვეშაცაა.