სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მე დავბრუნდი...“- კვარაცხელიას პირველი გოლი 6 თვის შემდეგ

    „მე დავბრუნდი...“- კვარაცხელიას პირველი გოლი 6 თვის შემდეგ
    7 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კვარას პირველ გოლს 6 თვის შემდეგ უდიდესი ემოციები და გამოხმაურება მოჰყვა.

    კვარამ ამ გოლზე კომენტარი გააკეთა.

    „ნაპოლიმ“ მეტოქე პიოტრ ზელინსკის, ვიქტორ ოსიმენის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი სიმეონეს გოლებით 4:1 დაამარცხა.

    კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, რამაც გულშემატკივრებში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ „უდინეზესთან“ გოლმა იმედი გააჩინა, რომ ქართველმა რთული პერიოდი გადალახა და თავდაჯერებას დაიბრუნებს.

    ხვიჩამ გოლსა და „უდინეზესთან“ გამარჯვებაზე პირველი კომენტარი ტელეკომპანია DAZN-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    „რა თქმა უნდა, მომენატრა ეს გრძნობა. ასეთი ხანგრძლივი უგოლო სერიის გამო ყველა ფეხბურთელი ინერვიულებდა, მაგრამ მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე.

    „სასუოლოს“ შემდეგ ეს პირველი მოგება იყო და ასე უნდა განვაგრძოთ. მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, უნდა დავუბრუნდეთ ისეთ ფეხბურთს, როდესაც ბურთს ვაკონტროლებთ. ვფიქრობ, დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

    აჩვენა თუ არა ცუდი სტარტის შემდეგ დღეს „ნაპოლიმ“ თავისი ნამდვილი სახე? შეიძლება, ასეცაა. ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა დღეს, ჩვენ ამ კლუბისთვის ჩვეულ სიმაღლეზე უნდა ვიყოთ. ფორცა, „ნაპოლი““, – ამბობს კვარაცხელია.„ნაპოლი“ მომდევნო თამაშს 30 სექტემბერს „ლეჩესთან“ გამართავს, ხოლო 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, „სტადიო მარადონაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.