სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სპალეტის პრესკონფერენცია კინაღამ ჩაუშალეს - რა ხდება "ნაპოლიში"

    სპალეტის პრესკონფერენცია კინაღამ ჩაუშალეს - რა ხდება "ნაპოლიში"
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიას ახალ გუნდში ყველაფერი რიგზე ვერაა, კლუბი რამდენიმე ლიდერმა დატოვა და არსებული დაძაბული ვითარება კარგად გამოიხატება ლუჩიანო სპალეტის პრესკონფერენციებზე ხოლმე.

    გამოცდილ სპეციალისტს "პარტენოპეის" გულშემატკივარმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვა. ფანი გუნდის ლიდერების წასვლას აპროტესტებდა და სპალეტის ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. ვითარების განმუხტვა ისევ ლუჩიანომ სცადა, რომელმაც ქომაგს შემდეგი რამ უთხრა:

    "ზოგიერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა. წავიდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ოსპინა, გულამი, კულიბალი, მერტენსი და ინსინიე არიან. ისინი ჩვენთვის ბევრს ნიშნავდნენ.

    სამაგიეროდ... დადუმდით რა! სამაგიეროდ, სხვები დაგვემატნენ და ახალი ენთუზიაზმი შეგვძინეს. შეიძლება, ვინმემ გააჩუმოს ეს ბიჭი, თუ შეიძლება! ეს ფეხბურთია, მაგრამ ის, რისი დაკარგვაც არ შეიძლება, თქვენი მხარდაჭერაა. ეს შეუცვლელია და მას ვერ ვიყიდით. ასე რომ, მოდი, ერთად ვიყოთ."
    - განაცხადა სპალეტიმ.