საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ბორდოს“ შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „კრისტალსპორტთან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს „უდინეზესთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე და ამ გოლამდე არსებულ მშრალ სერიაზე ისაუბრა.
„ზოგადად, ასე, ფსიქოლოგიურ დონეზე არ ვსაუბრობდით, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩვეულებრივად ვვარჯიშობდით ნაკრებში იმ შედეგებამდეც, რაც მოხდა და ძალიან ცუდიც იყო. თავადაც ჩვეულებრივ ვარჯიშობდა.
უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება. რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებზე ვსაუბრობდით და ფსიქოლოგიურად სუსტად არ ყოფილა. როდესაც უგოლო სერია გაქვს და შენზე ზეწოლა მოდის, თუ რატომ ხდება ასე და ყველაფერი რატომ იწერება, მარტივი არ არის და ასე არ უნდა იყოს.
გუშინ ყველაფერი გააკეთა. პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. გოლის შემდეგ მივწერე...“ -ამბობს ფეხბურთელი.