სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მზად ვარ, დავწერო ქართული სახელმწიფოს ისტორიის მომდევნო თავი!" - სააკაშვილის განცხადება

    მზად ვარ, დავწერო ქართული სახელმწიფოს ისტორიის მომდევნო თავი!" - სააკაშვილის განცხადება
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სააკაშვილი ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს:

    "2012 წლის 2 ოქ­ტომ­ბე­რი ის­ტო­რი­ა­ში შევა არა რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და პი­რა­დად ჩემი გა­მარ­ჯვე­ბის დღედ! სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბოლო წუ­თამ­დე ბევრ ჩვენს მე­გო­ბარ­საც არ სჯე­რო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში იყო მი­ღე­ბუ­ლი, იმ ტრა­დი­ცი­ას არ და­არ­ღვევ­და და არ მოხ­დე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ბა­რე­ბა.

    მა­შინ მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბო­და ქარ­თულ ახალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ას, სწო­რედ ამ ნა­ბი­ჯ­მა კი­დევ უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა ევ­რო­კავ­შირ­თან და ნა­ტოს­თან !მე 2012 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს დაგ­პირ­დით, რომ ვიბ­რძო­ლებ­დი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი მო­ნა­პოვ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის! დღე არ გა­სუ­ლა ისე, რომ ჩემი გუნ­დის წევ­რებს არ ემ­ხი­ლა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” კო­რუფ­ცი­ა­სა და კრი­მი­ნა­ლე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში.

    “ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და მი­უ­ხე­და­ვად ყო­ველ­დღი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა, არ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლის ბი­ჭებს, ბო­ლომ­დე გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ და ფეხ­ქვეშ გა­ე­თე­ლათ ჩვე­ნი შექ­მნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო.

    მაგ­რამ უკვე აშ­კა­რაა, რომ საფრ­თხე ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვარ მო­ნა­პო­ვარს ექ­მნე­ბა. დღეს ჩვენ ვკარ­გავთ ყვე­ლა­ზე მთა­ვარს - ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას!ამი­ტო­მაც დღეს და­ყო­ფის დრო აღარ არის! ოლი­გარ­ქის და­მარ­ცხე­ბის ფორ­მუ­ლა მხო­ლოდ ერ­თი­ა­ნო­ბა­შია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­სას­რუ­ლი ძა­ლი­ან ახ­ლო­საა.

    ამი­ტო­მაც ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა: გა­და­ვარ­ჩი­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო და შევ­ქმნათ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­საც ვე­რა­ნა­ი­რი გარე ძალა და ოლი­გარ­ქე­ბი ვერ და­ე­პატ­რო­ნე­ბი­ან. მე მზად ვარ, თქვენ­თან ერ­თად დავ­წე­რო თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­ის მომ­დევ­ნო თავი!