სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ხალხს თვალებში ვერ ვუყურებთ... “-რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს 120 ადამიანი შეეწირა

    "ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ხალხს თვალებში ვერ ვუყურებთ... “-რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს  120 ადამიანი შეეწირა
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცოტა ხნის წინ, ერა­ყის ჩრდი­ლო­ე­თით, ალ-ჰამ­და­ნი­ას რე­გი­ონ­ში, ქორ­წილ­ში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და - ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა რე­ვა­ნი­სა და ჰა­ნი­ნის ცეკ­ვი­სას დარ­ბაზ­ში ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, რო­მელ­საც 120 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

    წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სა­ბან­კე­ტო დარ­ბაზ­ში ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის გა­მარ­თვას მოყ­ვა. მე­ო­რე ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა მოკ­ლე ჩარ­თვა მომ­ხდა­რი­ყო.

    ხან­ძა­რი დარ­ბაზ­ში რამ­დე­ნი­მე წამ­ში გავ­რცელ­და. სტუმ­რე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა გას­ვლა ვერ მო­ას­წრო და კვამლში გა­ი­გუ­და.

    "ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ხალხს თვალებში ვერ ვუყურებთ... “-რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს  120 ადამიანი შეეწირა



    "ცე­ცხლმა გა­მო­იწ­ვია დარ­ბა­ზის ნა­წი­ლე­ბის ჩა­მონ­გრე­ვა აა­ლე­ბა­დი, ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო. რო­გორც წესი, ისი­ნი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნად­გურ­დე­ბი­ან ხან­ძრის გა­ჩე­ნი­სას“, - აღ­ნიშ­ნა ერა­ყის სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა.

    ხან­ძრის შემ­დეგ ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პა­ტარ­ძა­ლი და საქმროც და­ი­ღუპ­ნენ. მაგ­რამ, რო­გორც გა­ირ­კვა, რე­ვა­ნი და ჰა­ნი­ნი ცო­ცხლე­ბი არი­ან. მომ­ხდა­რის შე­დე­გად გო­გო­ნამ ოჯა­ხის 10 წევ­რი და­კარ­გა, მათ შო­რის დედა და ძმა. მამა კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.
    ასევე დაგაინტერესებთ

    11:31 / 27-09-2023
    ტრაგედია ერაყში - ქორწილში გაჩენილ ხანძარს 113 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი - დაშავდა, მათ შორის ნეფე-პატარძალიც
    ”ჩვენ აქ ვსხედ­ვართ, სა­ნამ ცო­ცხლე­ბი ვართ, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მკვდრე­ბი ვართ“, - ამ­ბობს საქმრო და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­მა რჩე­ულ­მა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სა­უ­ბა­რი შე­წყვი­ტა - მან სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო.



    რე­ვა­ნი დაწ­ვრი­ლე­ბით იხ­სე­ნებს ხან­ძრის პირ­ველ წა­მებს. მა­მა­კა­ცის თქმით, ყვე­ლა­ფე­რი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს ჰგავ­და.

    "ცე­ცხლი ჭერ­ზე გაჩ­ნდა. სი­ცხე ვიგ­რძე­ნით. ტკა­ცუ­ნის ხმა რომ გა­ვი­გე, ჭერ­ში ავ­ხე­დე. შემ­დეგ ჭერ­მა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ნე­ი­ლო­ნის იყო, დნო­ბა და­ი­წყო. ამას მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წამი დას­ჭირ­და“, - თქვა მან.



    დარ­ბაზ­ში მხო­ლოდ ერთი ცე­ცხლმაქ­რი იყო, რო­მე­ლიც მომ­ხდარს ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლი­და. საქმრომ ჯერ საყ­ვა­რელ ქალს აი­ტა­ცა და გა­რეთ გა­იყ­ვა­ნა. პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნილ­მა სტუმ­რებ­მა ფაქ­ტი­უ­რად გა­და­თე­ლეს ერ­თმა­ნე­თი. ჭყლეტ­ვა­ში ჰა­ნი­ნიც მოჰ­ყვა - ფე­ხე­ბი და­უ­ზი­ან­და. ახლა ახალ­გაზ­რდე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რო­ბენ სხვა­გან ცხოვ­რე­ბა­ზე, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ ვერ იცხოვ­რე­ბენ ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი მომ­ხდარს გა­ახ­სე­ნებთ.



    "ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად გა­და­იქ­ცა. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია გა­რეთ გას­ვლა და ხალ­ხის­თვის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა. აქ ვე­ღარ ვი­ცხოვ­რებთ. ჩვენ აღარ შეგ­ვიძ­ლია აქ ცხოვ­რე­ბა! ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ვცდი­ლობთ ცოტა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყოთ, რა­ღაც ტრა­გი­კუ­ლი ხდე­ბა და გვა­ნად­გუ­რებს. ამი­ტომ ჯო­ბია წა­ვი­დეთ" - აღი­ა­რა საქმრომ. მისი თქმით, ნა­ნობს რომ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად არ მოკ­ვდა.