სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მასწავლებელთა გამოცდაზე ხმაურია - რატომ დაუპირისპირდა მასწავლებელი დაცვას

    მასწავლებელთა გამოცდაზე ხმაურია - რატომ დაუპირისპირდა მასწავლებელი დაცვას
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე ხმაური და დაპირისპირება დაფიქსირდა.

    გამოცდაზე დაგვიანებული აპლიკანტი 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრის დაცვის და სხვა თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.]

    edu.aris.ge-ის ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე ოჯახთან ერთად მივიდა და მას შემდეგ, რაც განუმარტეს, რომ დაგვიანებულს საგამოცდო პროცესზე არ შეუშვებდნენ. ამის შემდეგ მამაკაცი გაღიზიანდა და დაცვის თანამშრომლებთან სიტყვიერი შელაპარაკებაც დაფიქსირდა.

    "ორი წუთის დაგვიანების გამო, გამონაკლისი ხომ შეიძლება?! მე თვითონ გამოცდებს ვატარებ, ყველას ვუშვებ. შეუძლებელი არაფერია. ზუგდიდიდან მოვდივარ ამ გამოცდის გამო და მეუბნებით, რომ გამონაკლისი არ არსებობს?! შეიძლება, თქვენს ისტორიაში არ არსებობს გამონაკლისი, მაგრამ სტატისტიკას ნუ მოიშველიებთ და ნუ ამბობთ, რომ არ არის! სტატისტიკა მომიტანე, რომ ამის (დაგვიანებულის შეშვების ავტ.) პრეცედენტი არ ყოფილა! თქვენს სინდისზე იყოს ეს ყველაფერი. სად გადმოგიტანიათ ცენტრი, ძლივს მოვაგენი", - აღნიშნა მასწავლებელმა ადგილზე.

    ცენტრის ხელმძღვანელმა კი მამაკაცს შესაბამისად განუმარტა აღნიშნული ვითარების საფუძველი: "თქვენ დააგვიანეთ ერთი საათით და 10 წუთით, რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო. დაშვება შეუძლებელია. თქვენ შეგიძლია მიჩივლოთ, არ არსებობს გამონაკლისი."