ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი მატჩი "დიეგო მარადონაზე" შედგება - ხვიჩა კვარაცხელიას 'ნაპოლი" თვით მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს (თბილისის დროით 23:00 საათზე), ამ ტურნირის თილისმას.
„მე გუტისა და კრიშტიანო რონალდოს მატჩების ყურებაში გავიზარდე. ვცდილობდი, მათი მოძრაობები, ფინტები და დარტყმები გამემეორებინა. მათ ინსპირაცია მომცეს. რეალს ყველა დიდ პატივს ვცემთ. მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ ,- აღნიშნავს კვარაცხელია.
სავარაუდოდ, ვეტერანები, მოდრიჩი და კროოსი, სათადარიგოთა სკამზე იქნებიან. დღეს ორივე გუნდის შემადგენლობაში დიდ ფეხბურთელებს ვიხილავთ!.. "რეალმა" ლიგის ბოლო 23 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო, ეს კი ნეაპოლელებს ოპტიმიზმით აღავსებთ.