სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რჩევები: „მიღწევების დრო გეწყებათ...“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    რჩევები: „მიღწევების დრო გეწყებათ...“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიღწევების დრო გეწყებათ. ეს შეიძლება იყოს წარმატება კარიერაში ან იმ პერსონიისგან გათავისუფლება, ვინც ხელს გიშლიდათ წინსვლაში, თავისი ავტორიტეტით გპრესავდათ. შეგეცვლებათ სტატუსი, უფრო უკეთესი გახდებით, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ იოლად მიაღწევთ ყველაფერს. თუმცა, თუ მოინდომებთ, გამარჯვებული გამოხვალთ.

    3 ოქტომბერი – შავი მთვარე (ლილიტი) გადავა ქალწულში. ფრთხილად საზღვარგარეთ და ყველაფერ უცხოურთან. ვიზის გაფორმებისას, ბილეთების შეძენისას. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას მეუღლის ნათესავებთან.

    5 ოქტომბერი — მარსი დაღმავალ კვანძთან ქმნის ასპექტს. მიხვდებით, რომ მეტის მიღწევა გსურთ, მოიცილებთ იმას, რაც განძრევის საშუალებას არ გაძლევდათ. ახლა უფრო გაგიადვილდებათ დაწინაურება. არაა გამორიცხული, რომ შეიმსუბუქოთ საქმეები ასისტენტის დახმარებით. იმავე დღეს მერკური გადადის სასწორში, თქვენი კარიერის სფეროში. გახშირდება საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გააფორმებთ თქვენთვის მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ხელშეკრულებას. მოაწესრიგეთ თქვენი პირადი ცხოვრება.

    8-12 ოქტომბრის პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. ამ დღეს რამდენიმე პლანეტა უსიამოვნო ასპექტს ქმნის ერთმანეთთან. იყავით ფრთხილი და დაკვირვებული. ილუზიებს აყოლილი ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს. მოიმატებს პრობლემებური სიტუაციების ალბათობა. დაპირისპირება გარშემო მყოფებთან. აკონტროლეთ გამონათქვამები, გადახედეთ შესრულებულ საქმეებს და გამოასწორეთ უზუსტობები.

    9 ოქტომბერი — მარსი-პლუტონის დაძაბული ასპექტი მოგცემთ ენერგიას, რომ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ. ახლა დაწყებული პატარ-პატარა ცვლილებები შედეგს მოგიტანთ მომავალი წლის გაზაფხულზე.

    12 ოქტომბერი — მარსი მორიელში გადავა. მოიმატებს აქტიურობა. იყავით დიპლომატიური კოლეგების მიმართ; გაერიანდით საერთო პროექტის გასაკეთებლად. არ იჩხუბოთ მეგობრებთან. ზოგიერთმა შეიძლება დატოვოთ რაღაც ჯგუფი ან თავად შექმნათ თქვენი ინტერესის. გირჩევთ, მეტად გააქტიურდეთ სოციალურად, განახორციელოთ ინტერნეტპროექტები.

    14 ოქტომბერი — მზის დაბნელება და ახალმთვარეობა გველოდება სასწორის ნიშანში. მოხდება თქვენი დაფასება, დაწინაურება, წინსვლა, ცვლილება პირად ცხოვრებაში, ეს არის ცვლილებების დრო, მაგრამ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას არ გირჩევთ, განსაკუთრებით 28-ის ჩათვლით, როცა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. გააზრებულად და გონივრულად შედგენილი გეგმის მიხედვით იმოქმედეთ.

    22 ოქტომბერი — მერკური გადადის მორიელში. დაისახეთ ახალი მიზნები, განახორციელეთ თქვენი ინტერნეტპროექტები, სოციალურად გააქტიურდით, მოგინდებათ მეგობრებთან შეხვედრა, მათთან ერთად ახალი პროექტების კეთება. იმავე დღეს ვენერა-იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი დაგეხმარებათ, კეთილდღეობას მიაღწიოთ, თავი ბედნიერად იგრძნოთ. გაგახარებენ შვილები, განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

    28 ოქტომბერი — მთვარის დაბნელება გველოდება კუროში. მიიღებთ შედეგს იმ საქმიანობიდან, რაც 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყეთ. შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ ან გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა. მიაქციეთ ყურადღება შემოქმედებით იდეებს, მათი განხორციელება პოპულარულს და მატერიალურად ძლიერს გაგხდით. თანაც 31 ოქტომბერს ვენერა-ურანის მეგობრული ასპექტი გველოდება, რაც მიგახვედრებთ, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც თქვენ გჭირდებათ. უბრალოდ, ცოტა უფრო მეტად უნდა მოინდომოთ და გამოხვიდეთ იმ ჩარჩოებიდან, რაც გზღუდავდათ.