სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მორფის გამოყენება უწევთ ექიმებს ტკივილების გასაყუჩებლად" - რას ამბობს გოგაშვილის მეუღლე

    "მორფის გამოყენება უწევთ ექიმებს ტკივილების გასაყუჩებლად" - რას ამბობს გოგაშვილის მეუღლე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოსო გოგაშვილის მეუღლემ, თეა მარტყოფლიშვილმა, ოჯახის გარშემო დატრიალებული ამბების შესახებ "ალიასთან" ისაუბრა:

    "მე აღარ მაქვს უკანდასახევი გზა. დღეიდან, ვინც რამეს იტყვის ჩემ ქმარსა და ოჯახზე, ყველას მოუწევს დაამტკიცოს, ან პასუხი აგოს კანონის წინაშე. ისე დამაავაადმყოფეს, ამდენი ცილისწამების გამო ნერვიულობით, მორფის გამოყენება უწევთ ექიმებს ტკივილების გასაყუჩებლად.

    10 წლის ბავშვი გაჭაღარავდა… აღარ მივანიჭებ ჩემი გაჩუმებით ამ სიამოვნებას, სოსო გოგაშვილს არ ჰყავს ოჯახი და მხოლოდ მათი ოჯახებია ოჯახი? ახლა სხვების ცოლებმა ინერვიულონ. სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებ. ენის მოჩლექვით საუბრის გაგრძელებას ტალახის სროლის საპასუხოდ, ჩემი ოჯახი აღარ აპირებს."