სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

    დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი.

    სა­ა­გენ­ტოს მიერ მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს კა­ლან­დი­ას ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა. მისი გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მართ ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლო­ებ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის ზე­გავ­ლე­ნის შე­დე­გად გა­მო­ი­ტა­ნეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტმა ის უნდა შე­ი­წყა­ლოს.

    "კა­ლან­დი­ას მი­აჩ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი არის ის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ნა­წილ­ში უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლოს, რად­გან თვლის, რომ მის მი­მართ შე­რა­ცხუ­ლი ბრა­ლი დღემ­დე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია და გა­ნა­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლი­თაა დამ­დგა­რი. ვიდ­რე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, კა­ლან­დია ელო­დე­ბა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის დის­კრე­ცი­ას გა­მო­ი­ყე­ნებს და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აღად­გენს მი­ხელ კა­ლან­დი­ას ნა­წილ­ში. პრე­ზი­დენ­ტმა ეს დე­ტა­ლუ­რად უნდა შე­ის­წავ­ლოს გა­ნა­ჩენ­თან ერ­თად და შემ­დეგ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.


    კა­ლან­დია შე­რა­ცხულ ბრალს არ აღი­ა­რებს, მი­აჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ზე ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და სა­პყრო­ბი­ლე­ში ამი­ტომ მოხ­ვდა. ის პრე­ზი­დენტს ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით მი­მარ­თავს, რომ საქ­მეს თა­ვად გა­და­ხე­დოს და თა­ვი­სი დის­კრე­ცია გა­მო­ი­ყე­ნოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ნა­წილ­ში. პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ კა­ლან­დია უნდა შე­ი­წყა­ლოს, რად­გან გა­ნა­ჩე­ნი ერ­თა­დერთ ჩვე­ნე­ბას ემ­ყა­რე­ბა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ მხო­ლოდ მას შემ­დეგ მის­ცა, რაც მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორ­მეს და სა­პყრო­ბი­ლი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს“, - გა­ნა­ცხა­და თო­დუ­ამ.

    ცნო­ბის­თვის, 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, მი­ხე­ილ კა­ლან­დია და გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვეს.
    მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ქვეყ­ნის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის მიერ 11 წე­ლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს პა­ტიმ­რო­ბა მის­ჯი­ლი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს 10 წლი­თა და 6 თვის ვა­დით.

    რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას, მან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ჯა­ნა­შია ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

    და­ვით სა­რა­ლი­ძეს­თან ერ­თად მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სას­ჯელს გუგა ბარ­ბა­ქა­ძე იხ­დის. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს მის­ჯი­ლი.