სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გორის მე-8 სკოლის პედაგოგს ნინო ფსუტურს გადაეცა - ფოტოები ღონისძიებიდან

    2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გორის მე-8 სკოლის პედაგოგს ნინო ფსუტურს გადაეცა - ფოტოები ღონისძიებიდან
    6 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2023 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გო­რის მე-8 სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნინო ფსუ­ტუ­რი გახდა, რო­მელ­საც სა­პა­ტიო პრი­ზი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გა­დას­ცა.

    მი­ნის­ტრმა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა, ყვე­ლა პე­და­გოგს მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, ხოლო კონ­კურ­სის ფი­ნა­ლის­ტებს მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცა.

    "მსურს, პირ­ველ რიგ­ში ჩვენს ძვირ­ფას მას­წავ­ლებ­ლებს დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მი­ვუ­ლო­ცო მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე.მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დღეს ვიმ­ყო­ფე­ბი თქვენ­თან ერ­თად და მაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 2023 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯვე­ბულს გა­მო­ვავ­ლენთ.მას­წავ­ლებ­ლო­ბა ყო­ველ­თვის იყო და არის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­პა­ტიო და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სია პრო­ფე­სი­ა­თა შო­რის, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ეს არის ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი და პე­და­გო­გე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებ ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბას ჩემს გუნდთან ერ­თად. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა. მი­ვე­სალ­მე­ბი და მხარს ვუ­ჭერ ყვე­ლა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, მათ წა­ხა­ლი­სე­ბას და პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.




    სწო­რედ ერთ-ერთი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გახ­ლავთ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობს ჩვენს გმირ მას­წავ­ლებ­ლებს, მათ შრო­მას და იმ უდი­დეს წვლილს, რაც პე­და­გო­გებს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდის საქ­მე­ში შე­აქვთ.მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­სა თუ პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში არის ჩარ­თუ­ლი. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. ეს ნამ­დვი­ლად ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აქ დღეს გა­მოვ­ლინ­დე­ბა მარ­თლაც ღირ­სე­ულ­თა შო­რის ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა მად­ლო­ბას ყვე­ლა პე­და­გო­გი იმ­სა­ხუ­რებს.



    პი­რა­დად მე, არა ერთხელ მით­ქვამს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პე­და­გო­გე­ბის რო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გას­მა და მათი შრო­მის და­ფა­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე და­ვი­წყე პერ­მა­ნენ­ტუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჯგუ­ფებ­თან, რათა მო­ვის­მი­ნო პე­და­გოგ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო მათი ინ­ტე­რე­სე­ბი.ჩვენ აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა­ზე და პე­და­გო­გე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე ზრუნ­ვა და მი­ვი­ღეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა – პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი დღე და პრე­მია და­ვა­წე­სეთ.მინ­და, გაც­ნო­ბოთ, რომ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი დღე ყო­ვე­ლი წლის 27 ოქ­ტომ­ბერს – ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დებ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტის, სა­ბავ­შვო მწერ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.



    აღ­ნიშ­ნულ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თვის, ღვაწლ­მო­სილ პე­და­გო­გებს გა­და­ე­ცე­მა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მია – სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი სამ­კერ­დე ნი­შა­ნი და ფუ­ლა­დი ჯილ­დო.მსურს, კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თო მას­წავ­ლებ­ლებს – მათ, ვინც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში დიდი შრო­მის ფა­სად ზრუ­ნავს ახალ­გაზ­რდებ­ში ცოდ­ნის სიყ­ვა­რუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ზე, ეს დღე იქ­ნე­ბა თქვე­ნი, რად­გან ემ­სა­ხუ­რე­ბით საქ­ვეყ­ნო მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მეს და თქვენს შრო­მა­ზე დგას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი.“ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის – სა­ქარ­თვე­ლო

    2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გორის მე-8 სკოლის პედაგოგს ნინო ფსუტურს გადაეცა - ფოტოები ღონისძიებიდან