სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დიდი მოთმინების უნარი მაქვს, დედას გეფიცებით, რკინის - რას წერს თაკო ჩარკვიანი

    "დიდი მოთმინების უნარი მაქვს, დედას გეფიცებით, რკინის - რას წერს თაკო ჩარკვიანი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ოპოზიციონერი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    "ვგიჟდები იმ ტოტს რომ ხერხავენ ადამიანები, რომელზეც სხედან, ან შუა ზღვაში დაძირვის დროს "მაშველ რგოლს” რომ გადაუგდებენ და რომ დაფიქრდებიან ხელი მოკიდონ თუ არა რგოლს და ვინც გადაუგდო იმას რომ ამოწმებენ კარგია თუ არა?! იშვიათად უცნაური ხალხი ვართ?! მხოლოდ იუმორი მშველის ამ დროს, კიდევ კარგი დიდი მოთმინების უნარი მაქვს – დედას გეფიცებით, რკინის...

    ჰოდა გავიღიმოთ ახლა და გავაგრძელოთ კარგი და კეთილი საქმეების კეთება.

    მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდებაო, კარგია მეც ასე ვფიქრობ, თუმცა მადლის ამღები და იმ ქვის მსროლელიც ბევრი არსებობს თურმე, მაგრამ მთავარია გაიღიმო გულიანად და იმავე წამს, ნასროლი ქვა კენჭად იქცევა.

    ჰოდა მართლა გულიანად ვიცინი ახლა!", - წერს ჩარკვიანი.