სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქვეყანაში ომიკრონის შემთხვევებმა იმატა - რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს

    ქვეყანაში ომიკრონის შემთხვევებმა იმატა - რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქვეყანაში ომიკრონის შემთხვევებმა იმატა - რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ამ თემაზე ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.

    - პირველ რიგში, პირადი დაკვირვების შედეგად ვამბობ, რომ კორონავირუსით მომართვიანობა ბოლო პერიოდის განმავლობაში შედარებით მომატებულია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. რაც შეეხება მიმდინარეობას, ამ ეტაპზე ომიკრონის სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს. ომიკრონს ძირითადად ზემო რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე სიმპტომატიკა ახასიათებს. გამოხატულია, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირში გაჭედვა, სახსრების, კუნთების ტკივილი და 2-3 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. თუმცა, დაბალი სუბფებრილური ტემპერატურა შეიძლება, 5-6 დღის განმავლობაშიც გაგრძელდეს.

    - კორონავირუსის დროს საიზოლაციო პერიოდად ისევ 5 დღეა მიჩნეული? რაიმე ხომ არ შეცლილა?

    - ჯერჯერობით, ამ კუთხით, რაიმე ცვლილებები არ არის და არც საჭიროებაა იქიდან გამომდინარე, რომ ომიკრონის ახალ ქვეშტამებს ისეთივე მიმდინარეობა და გადამდებლობა ახასიათებს, როგორც წინა შემთხვევებს.