ცოტა ხნის წინ ტულანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ დღეში, სულ მცირე, კიბის 50 საფეხურს აივლით, ამით გულის დაავადებების განვითარების რისკს 20%-ით შეამცირებთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები 458,000 მოზარდის სამედიცინო ჩანაწერებს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად მათ დაადგინეს, რომ დღის მანძილზე კიბეებზე სიარულს ჩვენი ფიზიკური ჯანრმთელობისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია...
ასე რომ, თუ სახლში მისვლისას ლიფტი გაფუჭებული დაგხვდათ, ან ესკალატორი არ მუშაობს - ნუ დაგეზარებათ კიბეების გამოყენება.