სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცოლი, ორი შვილი და სიდედრი ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს- რას ჰყვება ისრაელი მამაკაცი

    ცოლი, ორი შვილი და სიდედრი ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს- რას ჰყვება ისრაელი მამაკაცი
    6 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ისრაელელი მამაკაცის თქმით, მისი ცოლი, ორი მცირეწლოვანი შვილი და სიდედრი ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს. მამაკაცმა ოჯახის წევრები სანაპირო ანკლავზე გადაღებულ ვიდეოში ამოიცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    იონი აშერმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ მეუღლე და შვილები ღაზას საზღვართან ახლოს მის სიდედრს სტუმრობდნენ, რა დროსაც ისინი ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა.

    „მე დავუკავშირდი პოლიციას, თავდაცვის ძალებს და არ ვიცი რა ხდება. თქვენი დახმარება მჭირდება, რათა დავუკავშირდე ჩემს მეუღლეს, ჩემს ქალიშვილებს და სიდედრს’’.- ამბობს მამაკაცი.

    მისივე თქმით, ნაპოვნია მისი მეუღლის მობილური ტელეფონი.

    ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

    საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც.

    აშქელონში, გდეროთსა და თელ-ავივში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

    ისრაელის თავდაცვის ძალებში დებენ პირობას, რომ დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, "მძიმე საზღაურს გადაიხდის".